A topnotch WordPress.com site

Archive for the ‘ეს საინტერესოა’ Category

ეჯი – ერთადერთი გაწვრთნილი პოლარული დათვი

როგორც მილიონობით ადამიანს მსოფლიოში, მარკ დიუმასაც უყვარს დილაობით ცურვა, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ იგი პოლარულ დათვთან ერთად ცურავს.

x240-vsu

60 წლის კანადელი მამაკაცი და მისი მეუღლე, ეჯის ბავშვობიდან წვრთნიან სხვადასხვა ფილმებსა თუ სატელევიზიო შოუებში მონაწილეობისთვის.მას მონაწილეობა უკვე არაერთ კინოში აქვს მიღებული. ერთ-ერთია 1995 წელს გადაღებული “ალიასკა”, რომელში მონაწილეობისას ის სულ რამდენიმე კვირისაა.

16 წლის ეჯი ძალიან მეგობრული დათვია. მარკი ერთადერთი ადამიანია მთელს მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია შეეხოს პოლარულ დათვს და არამხოლოდ შეეხოს მას, იცუროს მასთან ერთად, იწვეს ბალახზე მის გვერდით და ჩაეხუტოს როცა მოუნდება.

polar-bear-lie_1935323i

მარკმა და მისმა მეუღლემ 6 თვის ეჯი ზოოპარკიდან  თავიანთ  საკუთარ სახლში წაიყვანეს საცხოვრებლად. პატარა ბელი ოჯახის ძაღლებთან ერთად თამაშობდა და მათთან ერთად ბოთლით იკვებებოდა. ახლა დათვი 362 კგ-ს იწონის და ის და მარკი საუკეთესო მეგობრები არიან.

მარკს არ ეშინია ცხოველებთან ურთიერთობის და ამბობს: ” დათვებთან  40 წელია ვმუშაობ, ასე რომ კარგად შემიძლია ეჯის სხეულის ენის წაკითხვა და ვიცი როგორ უნდა მოვიქცე უსაფრთხოდ.” მარკს და მის მეუღლეს დათვების მწვრთნელებად მუშაობის 50 წლიანი გამოცდილება აქვთ. ეჯი კი ერთადერთი სამხრეთ ამერიკელი გაწვრთნილი დათვია.

პატარა ეჯი და მარკი.

პატარა ეჯი და მარკი.

ეჯი და მარკის მეუღლე. ოჯახური ფოტო.

ეჯი და მარკის მეუღლე. ოჯახური ფოტო.

download article-2009541-0CC9C8F800000578-174_634x383 4