A topnotch WordPress.com site

Archive for March, 2013

ინდიგო ბავშვები

image1

ტერმინი “ინდიგო ბავშვები” პირველად გამოიყენა ამერიკელმა ფსიქოლოგმა და ექსტრასენსმა ნენსი ენ ტეპმა 1982 წელს, თავის ერთ-ერთ წიგნში (მისი და ასევე სხვა ექსტრასენსების მტკიცებით ამ ბავშვებს ინდიგოსფერი, უფრო, მუქი იისფერი აურა ჰქონდათ და სწორედ აურის ფერის გამო ეწოდათ მათ “ინდიგოს ბავშვები”). თუმცა ამ ტერმინის დამკვიდრება მოხდა1999 წლიდან, მას შემდეგ, რაც გამოიცა ცნობილი ამერიკელი მწერლის ლი კეროლის წიგნი “ინდიგოს ბავშვები”. “ინდიგოს ბავშვებს” უწოდებენ ასევე “ახალი ცნობიერების ადამიანებს”, “იისფერი რასის წარმომადგენლებს”, “ზეციურ მოციქულებს”, `”ათასწლეულის ბავშვებს”, ზოგი მეცნიერი მათ “NEW AGE”-ს (ნიუ ეიჯის), ანუ “ახალ ეპოქის ადამიანებს” უწოდებს.

კეროლის აზრით, ინდიგოს პირველი თაობის დაბადების პერიოდად 1970-იანი წლები უნდა მივიჩნიოთ – ამ პერიოდიდან იშვიათად, თუმცა უკვე შესამჩნევი გახდა ასეთი ბავშვების დაბადება. XX საუკუნის ბოლოდან კი დაბადებული ბავშვთა დაახლოებით 60-70 პროცენტი ინდიგოს ბავშვად შეიძლება ჩაითვალოს.

ინდიგო ბავშვები კაცობრიობის განვითარების, ანუ ადამის გენეოლოგიურ ხეზე ყლორტებივით ამოვიდნენ. ისინი, მართლაც, განსხვავდებიან ჩვენგან. ალბათ, ასეც უნდა იყოს, რადგან ახალი დროების შვილები არიან. კაცობრიობა წინ მიიწევს. საერთოდ, ყოველი მომავალი თაობა წინამორბედზე უფრო განვითარებული უნდა იყოს. ინდიგო ბავშვების ამოცნობა ძნელი არ არის – მათ აქვთ შემოქმედებითი ნატურა, მაღალი ინტელექტი, გამოირჩევიან საოცარი გაბედულებითა და მტკიცე ხასიათით.

ინდიგოს ბავშვები გამოირჩევიან ზემაღალი ცნობიერებითა და მახვილი ინტუიციით. ზოგიერთი მკვლევარი ინდიგოს ბავშვების დაბადებას უკავშირებს ცნობიერების ახალ სიხშირეზე გადასვლას, რომელიც ახალი, ანუ ინდიგოს თაობის მიერ მთელი რიგი მიდგომების ახლებურად გააზრებასა და პრობლემატური საკითხების გადაჭრას გულისხმობს. ეს ის პრობლემებია, რომლებსაც დღევანდელი კაცობრიობა ვერაფერს უხერხებს. იისფერი ბავშვების დაბადების მრავალი ვერსია არსებობს, მაგრამ ყველაზე გავრცელებულია სამი მათგანი: ინდიგო ბავშვი უცხოპლანეტელთან შერწყმით იბადება, ღვთის საჩუქარია და ადამიანის ბუნებრივი მუტაციაა. ინდიგოს ბავშვები ფლობენ ახალ, უჩვეულო ფსიქოლოგიურ თვისებებსა და ტენდენციებს. ამ ბავშვების აზროვნების პროცესი და საერთოდ ხასიათი არის განსხვავებული და ამავ დროულად საკმაოდ პრინციპულიც. მათ შეუძლიათ სხვისი აზრების კითხვა, შესწევთ უნარი, მიიღონ ინფორმაცია იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც მრავალი ათასი კილომტრის იქით ხდება, იმსჯელონ სამყაროს ბედზე, მოგვითხრონ წარსული ცხოვრების შესახებ. მათ არ სჭირდებათ “ცდისა და შეცდომის” გზის გავლა – ისინი ქვეცნობიერად ირჩევენ სწორ გზას, რომელიც ჩვენ შესაძლოა უცნაურად მოგვეჩვენოს. ისინი უარყოფენ წესებს. ეს ბავშვები საკმაოდ თვითმყოფადები არიან, აქვთ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა. ვერ იტანენ, როდესაც მათ მბრძანებლობენ და მითითებებს აძლევენ – მითითების მიცემა უნდა მოხდეს დელიკატურად და ტაქტიანად. გამოუვალად ეჩვენებათ ისეთი სიტუაციები, სადაც თავიანთ გავლენებს ვერ იყენებენ. თანატოლებზე ბევრად განვითარებულები არიან, ანუ მათზე, ვინც არ მიეკუთვნება “ინდიგოს ბავშვებს”.

70337d6964c4

თავს მოუსვენრად გრძნობენ ისეთ გარემოში, სადაც თავიანთ მსგავსებს ვერ პოულობენ. არიან თავმოყვარეები და უდისციპლინოები. აქვთ მკვეთრად განვითარებული ინტუიცია. მეტისმეტად თანაუგრძნობენ გარშემომყოფებს, ან პირიქით – საერთოდ გულგრილნი არიან. ძალიან განვითარებული აქვთ აბსტრაქტული აზროვნება. არიან საკმაოდ ნიჭიერები და არც თუ იშვიათად განსაკუთრებული უნარით დაჯილდოვებულნი. არიან ასევე მეოცნებეები. არც თუ იშვიათად ღრმა და ჭკვიანი თვალები აქვთ.

მკვლევარებს ასევე მიაჩნიათ, რომ ინდიგო ბავშვებს ე. წ. ADHD  (ეი-დი-ეიჩ-დი) სინდრომი აქვთ, რაც განვითარებად მოშლილობას გულისხმობს, რომელსაც ახასიათებს უყურადღებობა, ანუ ყურადღების გაფანტვა, ჰიპერაქტიურობა, იმპულსური ქცევა, სხვადასხვა დავალებასა თუ მოქმედებაზე ყურადღების შეჩერების უუნარობა. ეს ერთი შეხედვით, თითქოს ძალიან ნეგატიურია, მაგრამ მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მტკიცებით, ეს ყოველივე ზოგადად, გენიოსების უმეტესობას ახასიათებს.

დიმიტრი მენდელეევმა წამოაყენა ადამიანსა და გარესამყაროს `სამების~ იდეა. მისი თქმით, ყველაფერს აქვს სამი არსი: გონი, სამშვინველი და სხეული. მათ შორის მთავარი გონია, რომლის გამოკვლევასაც მენდელეევის მიმდევარმა ვერნადსკიმ შეალია მთელი ცხოვრება. სწორედ მან ჩამოაყალიბა ნოოსფეროს მოწყობის კონცეფცია (ნოს – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს გონებას. მეცნიერები თვლიან, რომ სამყაროსაც აქვს გონი, ანუ ნოოსფერო), რომელიც ინახავს სრულიყოფილ, ჭეშმარიტ ცოდნას. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ ინდიგო ბავშვების ნიჭი და ზეგონიერება მემკვიდრეობითობის, გენეტიკური მუტაციის, ან აღზრდის შედეგი არ არის.
“ინდიგო ბავშვების” ინტუიცია
ვერნადსკიმ იწინასწარმეტყველა, რომ XXI საუკუნეში ადამიანი ისწავლის, როგორ მოექცეს ნოოსფეროს და ურთიერთობის ერთადერთი არხი ინტუიცია იქნება. ინდიგო ბავშვებიც გარესამყაროს ინტუიციით აღიქვამენ და არა – ლოგიკით, როგორიც აქამდე იყო მიღებული. სწორედ ინტუიციის წყალობით იღებენ ინფორმაციას “ზევიდან”, თუ რომელი გადაწყვეტილებაა სწორი და უფრო ეფექტური ამა თუ იმ კონკრეტულ სიტუაციაში. სწორედ ეს განაპირობებს მათ კატეგორიულობას, თვითნებობას და სტერეოტიპების უარყოფას პატარაობიდანვე.
f85dd94a77a7
ამ ბავშვებს შიშის გრძნობა არ გააჩნიათ, ავტორიტებებს არ აღიარებენ, კერპები არ ჰყავთ, არავის ბაძავენ და მხოლოდ საკუთარი თავისა და ძლიერების სჯერათ. ისინი ძალიან მტკივნეულად განიცდიან, როცა ატყუებენ და მცირე სიყალბესაც კი ვერ ეგუებიან. ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვთ. თავდაჯერებულნი, მაგრამ მოუსვენრები და სულსწრაფები არიან. მხოლოდ იმას აკეთებენ და სწავლობენ,რაც აინტერესებთ. ადვილად ბეზრდებათ ყველაფერი, რაც მათთვის ნაკლებად საინტერესოა. ინფორმაციის უმეტეს ნაწილს ტელევიზორის, კომპიუტერის ან ენციკლოპედიების საშუალებით იღებენ. მათი ინტელექტის მაჩვენებელი 130–160 ქულაა, რაც მათ წინამორბედ თაობებში მხოლოდ 10 ათასში ერთ ადამიანს თუ გააჩნიაა. ისინი ყველანაირ ინფორმაციას ისრუტავენ. ყველაფრის შესახებ გააჩნიათ საკუთარი აზრი და მათი გადარწმუნება თითქმის შეუძლებელია. ამას ამტკიცებს მიხეილ ცაგარელი თავის ინტერვიუში.
 “ინდიგოს” ბავშვებში იქნებიან როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ენერგიის მატარებელნი. თუ მძიმე ოჯახში დაიბადა, შეიძლება მისი ენერგია არასწორად განვითარდეს და საზოგადოებისთვის საზიანოდ გამოიყენოს. კეთილსა და ბოროტ ძალებს შორის ბრძოლები გაგრძელდება, მაგრამ სასიკეთო ცვლილებები ყველა შემთხვევაში მოხდება. მე ვიცნობ მესამეკლასელ ქართველ გოგონას, რომელიც განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯილდოებული. მას მასწავლებელმა ლექცია წაუკითხა მორალზე. ბავშვმა უთხრა, გუშინ უცხო მამაკაცთან იწექი და მორალზე როგორ მელაპარაკებიო. აღმოჩნდა, რომ იმ მასწავლებელს საყვარელი მართლაც ჰყავდა. ბავშვი ლამის სკოლიდან გარიცხეს. დაკითხვა მოუწყეს, ეგონათ, რომ ეს ყველაფერი მას ვინმემ უთხრა. აღმოჩნდა, რომ ბავშვს ნათელმხილველობის ნიჭი აქვს. თუ ამ უნარს ჩავკლავთ, მაშინ შეიძლება ბოროტად გამოიყენოს. მათთან ფრთხილად უნდა მოვიქცეთ. ესენი სხვანაირი, დიდი პოტენციალის მქონე ბავშვები არიან, მათ განვითარების საშულება უნდა მივცეთ.
indigo
ინდიგო ბავშვებში უკვე გამოვლინდა 80-ზე მეტი ფენომენალური ნიჭი, როგორიცაა: სხვისი აზრების კითხვა, ინტუიციის წყალობით ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა ხდება შორ მანძილზე, ნათელხილვა, წინასწარ დანახვა მოვლენების, წინასწარმეტყველება და ა.შ.
იმისთვის, რომ ადამიანი, ცხოველისგან განსხვავებით, დედამიწის ჭეშმარიტი ბატონ-პატრონი გახდეს საკუთარი სრულყოფილების წყალობით, ნებისმიერ ჩვენგანს დაბადების წინ ეძლევა გონი – ჭეშმარიტი ცოდნის ნაწილი, რომლის სარეალიზაციოდაც განსხეულდება მისი სამშვინველი და გონება მატერიალურ სამყაროში. სწორედ ეს ცოდნა განსაზღვრავს ადამიანის დანიშნულებას. ასე რომ, თითოეული ბავშვი, გასნაკუთრებით კი “ინდიგო”, უკვე პოტენციური გენიოსია: პოეტი, პოლიტიკოსი, ფილოსოფოსი, ეკონომისტი და ა.შ. უჩვეულო პატარებმა, თანატოლებისგან განსხვავებით, პატარაობიდანვე იციან, თუ რისთვის მოევლინენ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, დაუოკებელი სურვილი აქვთ, ცოდნა შეიძინონ და საწადელს ეწიონ. არ უშინდებიან ექსპერიმენტებს, შინაგანი ნიჭის გამოვლენას. ამ შემთხვევაში მშობლის და საზოგადოების ვალია, დაეხმარონ ბავშვს, მასში ჩადებული ცოდნის აღმოჩენაში და არ აიძულონ, ისწავლოს ძველი, გარდასულ დროთა მკვდარი გამოცდილება. თუ ცოტა უტრირებას გავუკეთებთ ფაქტებს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მშობლებმა უნდა ისწავლონ ინდიგო
https://lh3.googleusercontent.com/-j91eEZVYguU/Ts-hhwEEgXI/AAAAAAAAAg4/Y2dIQ0QLl8g/s512/587237765.jpg
ბავშვებისგან სამყაროს ახლებური აღქმა.
ისინი ავადმყოფები კი არა, სხვანაირები არიან…
იდნიგო ბავშვი კარგად რეაგირებს, როცა მას დიდივით პატივისცემით ექცევიან. თანატოლებისგან იგი გამომეტყველებითაც განსხვავდება – თვალებში ჩანს დიდი სიბრძნე და გონიერება. მეცნიერთა მტკიცებით, ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად იბადებიან `ცისფერი~ ბავშვები და მომავალშიც, ახალშობილთა 90 პროცენტი “ინდიგო” იქნება. აბა, წარმოიდგინეთ, რა მოხდება ჩვენს სკოლებში, სადაც ამდენი ჭკვიანი და თავისუფლებისმოყვარული პატარა ადამიანი ისწავლის?!
მათ ტალანტთან ერთად, უჩვეულო პატარებს ნაკლიც აქვთ – მაგალითად, არამდგრადი ფსიქიკა. ერთ წუთს რომ მხიარულობენ, მეორე წუთში განმარტოვდებიან, აპათიურები ხდებიან და რაღაცაზე ფიქრობენ. ძალიან ცუდია, რომ უფროსები – მშობლები, მასწავლებლები – ცდილობენ ყვირილით, აკრძალვით, ცემა-ტყეპით გავიდნენ ფონს. დანგრეული, დამცირებული ინდიგო ბავშვი არის პიროვნება, რომელმაც კატასტროფა გადაიტანა და რა გასაკვირია, თუ მკვლელი გახდება?! სტატისტიკის თანახმად, აღრიცხულია შემთხვევები, როცა ინდიგო ბავშვმა მოკლა მშობლები ან თანატოლები. ამავე სტატისტიკის თანახმად, თვითმკვლელთა შორის, ბოლო 10 წლის განმავლობაში, უფრო მეტი ინდიგო ბავშვი გვხვდება.
მეცნიერები თვლიან, რომ უზარმაზარი შინაგანი ენერგიის გამო, რომელსაც რეალიზებას ვერ უკეთებენ, ხდებიან აგრესიულები და აღგზნებულები, ისინი ხომ მომავლის ბავშვები არიან, უფროსებს უჭირთ მათ თავში ჩახედვა, სადაც უამრავი განუხორციელებელი იდეაა.
უკვე ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც ტელევიზიით, უკვე რამდენჯერმე გადაიცა სიუჟეტი, სადაც პატარა ბავშვებს, რომლებმაც ხშირად გამართულად სიარული და საუბარიც კი არ შეუძლიათ, უპრობლემოდ ძალუძთ კომპიუტერის ჩართვა, საჭირო პროგრამის გამოძახება და მისი მართვა. ეს ყველაფერი დამახასიათებელია სწორედ “ინდიგოს ბავშვებისთვის”.
305511_375575082479452_100000808892765_942368_192661356_n

ინდიგოს ბავშვების გარკვეული თავისებურებანი

  • ისინი ამ სამყაროში მოდიან ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული შეგრძნებებით (და ხშირად თავს ასევე ავლენენ), ანუ მათ კარგად იციან, რა უნდათ.
  • კარგად აცნობიერებენ საკუთარ მიზნებს, მისწრაფებებს და მათში ეჭვი თითქმის არასდროს არ შეაქვთ.
  • არ თვლიან საჭიროდ, რომ ახსნან საკუთარი ქცევა და მხოლოდ არჩევანის თავისუფლების სჯერათ.
  • საერთოდ არ აკეთებენ ზოგიერთ რამეს, მაგალითად, მათთვის აუტანელია რიგში დგომა, ლოდინი, ვთქვათ ასე.
  • იბნევიან კონსერვატიულ სისტემებთან ურთიერთობებისას, სადაც შემოქმედებით აზროვნებას ადგილი არა აქვს და უნდა იმოქმედო რაიმე ადრე შემუშავებული მეთოდებით.
  • რაიმე საქმის კეთებისას საკუთარ თავს ეყრდნობიან და იმპროვიზაციასაც მიმართავენ, თუმცა ამას მშობლები ან პედაგობები წესის დარღვევად აღქივამენ.
  • თუ მათ გვერდით არ არის ვინმე, მსგავსი მენტალიტეტის მქონე, ისინი საკუთარ თავში იკეტებიან და უჩნდებათ შეგრძნება და მათი არავის არ ესმით.
  • ვერანაირად ვერ აღიქვამენ საყვედურებს დისციპლინის დარღვევასთან დაკავშირებით (ყურს არ უგდებენ მსგავსს განცხადებებს “მოვა მამაშენი და ნახავ რასაც გიზამს”).
  • ბავშვი-ინდიგო მგრძნობიარე და სუსტია. მისგან შეიძლება დადგეს როგორც გენიალური შემოქმედი, ისე გარეწარი.

როცა რამე უჭირთ, საკუთარ მოთხოვნილებებზე მორიდების გარეშე საუბრობენ.

  • გამძაფრებული აქვთ სამართლიანობის შეგრძნება.
  • საკმაოდ მიხვედრილები არიან, ადვილად და სწრაფად ერკვევიან ტექნოლოგიებში და ადვილად ითვისებენ სხვა და სხვა სახის ტექნიკას – სულ ერთია ეს მობილური ტელეფონია, კომპიუტერი თუ სხვა რამ.
  • otvety-indigo