A topnotch WordPress.com site

60-beautiful-flower-pictures  images images (1)                                                                                                                                      

ტიპი ბენჯამინ ოკანტი დეგრე, ეს ფრანგი გოგონა “მაუგლის” ნამდვილი სახელია, რომელმაც  ბავშვობა აფრიკაში გაატარა. ის დაიბადა ნამიბიაში და ველურ ცხოველებთან ერთად იზრდებოდა. მისი მშობლები  ალაინ დეგრე და სილვიე რობერტი ველური ბუნების ფოტოგრაფებად მუშაობდნენ. მისი ნამიბიაში ცხოვრების პერიოდში, ტიპი დაუმეგობრდა ველურ ცხოველებს, როგორებიცაა 28 წლის სპილო აბუ, ლეოპარდი ჯეი ბი, ნიანგები, ლომები, ჟირაფები, სირაქლემა,  პატარა ზებრა, გველი, აფრიკული თუთიყუში, ბაყაყები, ქამელეონები და სხვა. ის ასევე დაუმეგობრდა კალაჰარის უდაბნოში მცხოვრებ  ტომებს ბუშმენებს, რომლებმაც ასწავლეს ხის ფესვებისა და კენკრის საკვებად გამოყენება და თავიანთი ენაც შეასწავტიპის “ძმა” სპილო იყო, საუკეთესო მეგობარი – ლეოპარდი და სათამაშო მოედანი – აფრიკული ბუჩქნარი. ტიპის დედა იმ ბუნებაში ასეთ ბავშვთან ერთად ყოფნას მართლაც რომ საოცრებად მიიჩნევს. “ის ძალიან იღბლიანი პატარა გოგონა იყო, რადგან დაიბადა და 10 წლამდე სრულიად  ველურ გარემოში იზრდებოდა. აქ მხოლოდ ჩვენ სამნი ვცხოვრობდით ცხოველებთან ერთად, ადამიანთა გარემოცვის გარეშე. ტიპი ყოველთვის ამბობდა რომ ყველა რაღაც ნიჭით იყო დაჯილდოვებული და ეს მისი ნიჭი იყო. მას სჯეროდა, რომ  ცხოველები მისი მეგობრები იყვნენ და ასეთ განსხვავებულ პირობებში საცხოვრებლად მას თავისი წარმოსახვა ეხმარებოდა.” ხსნის სილვია, ტიპის დედა.

.  Tippi2 Tippi3 Tippi6 Tippi7 Tippi9 Tippi12                                                                                                                                                     სურათები, რომლებშიც ტიპი სპილოს ხორთუმსა და სირაქლემას ზურგზე ზის, ლეოპარდის გვერდით წევს, ნინგის ზურგზე  დგას თუ ბაყაყებსა და გველებს ეხუტება, მართლაც უჩვეულო  სიყვარულს გამოხატავს ადამიანსა და ბუნებას შორის.

ტიპის დედა ამბობს “მას არ ეშინოდა. ვერც კი ხვდებოდა, რომ ის არ იყო იგივე ზომის როგორიც აბუ, სპილო. ის მას თვალებში ჩახედავდა და ელაპარაკებოდა.” მართლაც გასაკვირია როგორ შეეძლო ტიპის ასე   ახლო ურთიერთობა ჰქონოდა მათთან. სილვიე იხსენებს “ლომი მუფასა მივიდა ტიპისთან და მეგობრულად უსვამდა თავის გრძელ კუდს, ისე როგორც პატარა კატა მოიქცეოდა.”  სილვიემ დაამატა “ტიპის სჯერა რომ ის აფრიკელია და მას სურს ნამიბიის პასპორტის მიღება რადგან უნდა რომ ნამიბიის ელჩი გახდეს. ეს ყველაფერი  მაუგლის მსგავსია, მაგრამ ტიპის ისტორია რეალურია.”

images (10)

წიგნი მისი თავგადასავლების შესახებ სახელად “ტიპი აფრიკაში” 1998 წელს გამოიცა, რამოდენიმე ენაზე ითარგმნა  და ბესტსელერიც გახდა.პარიზში დაბრუნების შემდეგ მან პირველი ორი წელი პარიზის სკოლაში ისწვლა მაგრამ შემდეგ სახლში სწავლა გააგრძელა რადგან მისი აზრით მას ძალიან ცოტა საერთო ჰქონდა პარიზის სკოლაში მოსწავლე ბავშვებთან. ახლა ის 22 წლისაა და კინოხელოვნებას შეისწავლის პარიზის უნივერსიტეტში. თუმცა შემდგომ კვლავ ჩავიდა აფრიკაში ბუნებაზე 6 დოკუმენტური ფილმის გადასაღებად   Discovery Channel-ისათვის.

Tippi6

jungle-book-real-life-mowgli-8

images (1) images (2) images (3) images (4) images (5) images (6)imagesk12tippi-degre-the-real-life-mowgli-7

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: