A topnotch WordPress.com site

Archive for February, 2013

ტიპი დეგრე – აფრიკის ველურ ბუნებაში გაზრდილი გოგონა “მაუგლი”

60-beautiful-flower-pictures  images images (1)                                                                                                                                      

ტიპი ბენჯამინ ოკანტი დეგრე, ეს ფრანგი გოგონა “მაუგლის” ნამდვილი სახელია, რომელმაც  ბავშვობა აფრიკაში გაატარა. ის დაიბადა ნამიბიაში და ველურ ცხოველებთან ერთად იზრდებოდა. მისი მშობლები  ალაინ დეგრე და სილვიე რობერტი ველური ბუნების ფოტოგრაფებად მუშაობდნენ. მისი ნამიბიაში ცხოვრების პერიოდში, ტიპი დაუმეგობრდა ველურ ცხოველებს, როგორებიცაა 28 წლის სპილო აბუ, ლეოპარდი ჯეი ბი, ნიანგები, ლომები, ჟირაფები, სირაქლემა,  პატარა ზებრა, გველი, აფრიკული თუთიყუში, ბაყაყები, ქამელეონები და სხვა. ის ასევე დაუმეგობრდა კალაჰარის უდაბნოში მცხოვრებ  ტომებს ბუშმენებს, რომლებმაც ასწავლეს ხის ფესვებისა და კენკრის საკვებად გამოყენება და თავიანთი ენაც შეასწავტიპის “ძმა” სპილო იყო, საუკეთესო მეგობარი – ლეოპარდი და სათამაშო მოედანი – აფრიკული ბუჩქნარი. ტიპის დედა იმ ბუნებაში ასეთ ბავშვთან ერთად ყოფნას მართლაც რომ საოცრებად მიიჩნევს. “ის ძალიან იღბლიანი პატარა გოგონა იყო, რადგან დაიბადა და 10 წლამდე სრულიად  ველურ გარემოში იზრდებოდა. აქ მხოლოდ ჩვენ სამნი ვცხოვრობდით ცხოველებთან ერთად, ადამიანთა გარემოცვის გარეშე. ტიპი ყოველთვის ამბობდა რომ ყველა რაღაც ნიჭით იყო დაჯილდოვებული და ეს მისი ნიჭი იყო. მას სჯეროდა, რომ  ცხოველები მისი მეგობრები იყვნენ და ასეთ განსხვავებულ პირობებში საცხოვრებლად მას თავისი წარმოსახვა ეხმარებოდა.” ხსნის სილვია, ტიპის დედა.

.  Tippi2 Tippi3 Tippi6 Tippi7 Tippi9 Tippi12                                                                                                                                                     სურათები, რომლებშიც ტიპი სპილოს ხორთუმსა და სირაქლემას ზურგზე ზის, ლეოპარდის გვერდით წევს, ნინგის ზურგზე  დგას თუ ბაყაყებსა და გველებს ეხუტება, მართლაც უჩვეულო  სიყვარულს გამოხატავს ადამიანსა და ბუნებას შორის.

ტიპის დედა ამბობს “მას არ ეშინოდა. ვერც კი ხვდებოდა, რომ ის არ იყო იგივე ზომის როგორიც აბუ, სპილო. ის მას თვალებში ჩახედავდა და ელაპარაკებოდა.” მართლაც გასაკვირია როგორ შეეძლო ტიპის ასე   ახლო ურთიერთობა ჰქონოდა მათთან. სილვიე იხსენებს “ლომი მუფასა მივიდა ტიპისთან და მეგობრულად უსვამდა თავის გრძელ კუდს, ისე როგორც პატარა კატა მოიქცეოდა.”  სილვიემ დაამატა “ტიპის სჯერა რომ ის აფრიკელია და მას სურს ნამიბიის პასპორტის მიღება რადგან უნდა რომ ნამიბიის ელჩი გახდეს. ეს ყველაფერი  მაუგლის მსგავსია, მაგრამ ტიპის ისტორია რეალურია.”

images (10)

წიგნი მისი თავგადასავლების შესახებ სახელად “ტიპი აფრიკაში” 1998 წელს გამოიცა, რამოდენიმე ენაზე ითარგმნა  და ბესტსელერიც გახდა.პარიზში დაბრუნების შემდეგ მან პირველი ორი წელი პარიზის სკოლაში ისწვლა მაგრამ შემდეგ სახლში სწავლა გააგრძელა რადგან მისი აზრით მას ძალიან ცოტა საერთო ჰქონდა პარიზის სკოლაში მოსწავლე ბავშვებთან. ახლა ის 22 წლისაა და კინოხელოვნებას შეისწავლის პარიზის უნივერსიტეტში. თუმცა შემდგომ კვლავ ჩავიდა აფრიკაში ბუნებაზე 6 დოკუმენტური ფილმის გადასაღებად   Discovery Channel-ისათვის.

Tippi6

jungle-book-real-life-mowgli-8

images (1) images (2) images (3) images (4) images (5) images (6)imagesk12tippi-degre-the-real-life-mowgli-7

რას ნიშნავს ნამდვილი მეგობრობა?

148842_354241147999010_1802234265_n

რაც უფრო ვიზრდებით, თანდათან ვაცნობიერებთ რაოდენ ნაკლებად მნიშვნელოვანია გყავდეს ბევრი მეგობარი და უფრო მეტად მნიშვნელოვანი  იპოვო ნამდვილი მეგობარი.   “ნამდვილი მეგობარი კი ისაა, ვისაც ესმის შენი სულის სიმღერა და შეუძლია აგყვეს მაშინ, როცა შენ სიტყვები გავიწყდება.”

 

ძალიან ძნელია ნამდვილი მეგობრების გარეშე ცხოვრება. შესანიშნავი ურთიერთობისთვის კი ორი რამ არის მთავარი. პირევლი _ იპოვო მსგავსებები შენსა და შენს მეგობარს შორის და მეორე _ პატივი სცე განსხვავებებს, რადგან საუკეთესო მეგობრებს არასოდეს აქვთ ერთნაირი ბუნება, მათ უბრალოდ შესწევთ ერთმანეთის განსხვავებების საუკეთესოდ გაგების უნარი. მაგრამ მხოლოდ ეს საკმარისი არაა. კიდევ ერთი რამ რაც მართლაც აუცილებელია ეს არის პრობლემების ერთად გადაჭრის უნარი.მეგობარმა უნდა გაგიგოს რადგან გაგება ცნობაზე ღრმაა.უამრავია ისეთი ადამიანი რომელიც გიცნობს მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი რომელიც გაგიგებს.

 

მეგობარი ხომ ის ადამიანია ვინც მართლა გიცნობს, უყვარხარ და ხედავს ტკივილს შენს თვალებში მაშინ, როცა ყველა დანარჩენს მართლაც სჯერა შენს სახეზე ღიმილის. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ ადამიანი ვინც თავს კარგად გვაგრძნობინებს, მაგრამ სინამდვილეში  ერთადერთი გზა იმისთვის რომ ურთიერთობამ დიდი ხნის მანძილე მოგვანიჭოს  ბედნიერება ისაა, რომ არამხოლოდ ჩვენ მივიღოთ რამე ამ ურთიერთობიდან, არამედ უნდა გავცეთ კიდეც. ნამდვილი მეგობრები ყველაფერს გაძლევენ რაც შეუძლიათ, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა ნამდვილი მეგობრობისთვის.

 

კომუნიკაცია კი საუკეთესო საშუალებაა იმისთივის რომ გაუგო და დაეხმარო მეგობარს. მეგობართან გახსნილი უნდა იყო და თქვა სიმართლე, რადგან ურთიერთობა ვერასოდეს გაგრძელდება დიდხანს თუკი ის ტყუილზეა დაფუძნებული. როცა ვინმე შეცდომას უშვებს, უმჯობესია არ გაბრაზდე და აპატიო, უნდა იყო ძლიერი, მაჰათმა განდის მიხედვით “სუსტი ვერასოდეს გაპატიებს. პატიება ძლიერის თვისებაა.” უნდა გაიხსენო ყველა ის კარგი რამ რაც მას აქამდე შენთვსი გაუკეთებია, რადგან ნამდვილ მეგობრის პოვნა სწორედ უთანხმოებისას გამოსვლის პოვნისა და პრობლემების ერთად გამკლავების დროსაა შესაძლებელი. მაგრამ კომუნიკაცია აუცილებელი არამარტო პრობლემების განსახილველადაა, არამედ დადებითი ემოციების გადმოსაცემადაც. როდესაც მეგობრები ერთმანეთს თავიანთ გრძნობებსა და იდეებს უზიარებენ, ისინი თავს ბევრად უკეთ გრძნობენ.

 

ნამდვილმა მეგობარმა უნდა მიგიღოს ისეთი, როგორიც ხარ. ადამიანის შეცვლის მცდელობა არასოდეს მუშაობს. ჰაბარდის გამონათქვამიც ადასტურებს, რომ ” მეგობარი ის ადამიანია, ვინც ყველაფერი იცის შენს შესახებ და მაინც უყვარხარ.” თუკი არ შეიცვლები, მართალი ხალხი ისეთს შეგიყვარებს როგორიც ხარ.

 

ნამდვილ მეგობრებს ერთმანეთის სჯერათ. ნდობის გარეშე ურთიერთობაც არ იარსებებდა.მეგობრის თითოეული სიტყვის მოსმენა და გაგება ძალზედ მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი ძველი ანდაზაც გვიდასტურებს რომ ” გულწრფელი პასუხი ჭეშმარიტი მეგობრობის ნიშანია,” გასაჭირში მყოფთ ხშირად სჭირდებათ რჩევები, მაგრამ ზედმეტად რჩევებითა და გაფრთხილებებით თავის მობეზრებაც არ არის მიზანშეწონილი. მათ ხშირად უბრალოდ დრო სჭირდებათ ფიქრისა და პირობების შესრულებისათვის, რადგან ნამდვილი მეგობრის სიტყვა ყველაფერზე ძვირფასია და მას იმედი არ უნდა გაუცრუო, რადგან საუკეთესო გრძნობაა როცა ვინმესთვის  რამეს ნიშნავ. “მეგობარს ხომ შეუძლია გითხრას ისეთი რაღაცები, რაც შენ არ გინდა რომ უთხრა საკუთარ თავს.”

 

ასე რომ, ძალიან ძნელია  ნამდვილი მეგობრის პოვნა,კიდევ უფრო ძნელი მისი დაკარგვა, ხოლო შეუძლებელია მისი დავიწყება!  და თუკი შეძლებ და იპოვი ასეთ ადამიანს, ეს იგივეა რაც უძვირფასესი განძი გეპოვნოს.”მეგობარი ის არის, ვინც მობრუნდება შენსკენ როცა სხვები ზურგს შეგაქცევენ.” მეგობრობა ბევრ რამეს მოიცავს.იმისათვის რომ გყავდეს მეგობარი, ჯერ თვითონ უნდა იყო მეგობარი. ერთი შეხედვით კი ამ სახელის ტარება ძალიან იოლი ჩანს,  მაგრამ ეს ასე იოლი არაა. მართლაც უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო ნამდვილი მეგობარი. “კარგი მეგობრები კი ვარსკვლავებივითაა, ყოველთვის ვერ ხედავ მათ, მაგრამ იცი, რომ მუდამ შენს გვერდით არიან.” მეგობრობა ადამიანის სულისთვის ისეთივე აუცილებელი საკვებია როგორიც ხელოვნება და ფილოსოფია.ეს ბუნების წესია გყვადეს მეგობარი და გადარჩე!!!